|
2021-07-05 21:16:37, 898 ნახვა
კომენტარი
ოპოზიციური პარტიები : „ქართული ოცნებისგან“ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ
„ქართული ოცნებისგან“ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ“, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიები საერთო განცხადებას აქვეყნებენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვა. „ივანიშვილის ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ. პრემიერ-მინისტრის მიერ დილით გაკეთებული განცხადება იყო დღის განმავლობაში განვითარებული მასობრივი ძალადობის პირდაპირი წახალისება და მოძალადეთათვის მიცემული დაუსჯელობის გარანტია. დღეს ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ჩვენი თანამოქალაქეების, პარლამენტის წინ მყოფი სამოქალაქო აქტივისტების, ლგბტქ ჯგუფის წევრების და მათი უფლებადამცველების, ათობით თავისუფალი მედიის წარმომადგენლის , ჩვეულებრივი მოქალაქეების და ბავშვების მიმართ ძალადობის პირდაპირი, დაუფარავი წახალისება და დაორგანიზება ვიხილეთ. შოკისმომგვრელია პოლიციელების გამიზნული უმოქმედობა ორგანიზებული მასოვრივი ძალადობის წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით, აქტივისტები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დამნაშავეებს შეატოვეს, მათ დაცვაზე ხელი აიღეს და საკუთარი მოვალეობა არ შეასრულეს. საგანგაშოა რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში და პროპაგანდირებაში ერთად მოქმედებდნენ ხელისუფლება, სასულიერო პირები და ღიად პრორუსული ჯგუფები. ეს პროგანდა გაცდა ღირსების მარშის პრინციპულ საკითხს და მთლიანად თავისუფალი საზოგადოების იდეას და საქართველოს პროდასავლურ არჩევანს დაუპირისპირდა დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მასობრივი ძალადობის აღკვეთის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ოპოზიციას, თავად ძალადობის სამიზნეებს და დაზარალებულებს აკისრებენ რითაც ადასტურებენ, რომ მათი მიზანი არა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ მათი დაშინება და ძალადობის შემდგომი წახალისებაა. სიმბოლურია რომ მოძალადეებმა ევრიკავშირის დროშაზე მიიტანეს იერიში. ნათელია რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დაბრუნებას თავისუფალ სამყაროში. ამ უმძიმეს ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია, საკუთარი ძალისხმევით დაიცვას სამოქალაქო თავისუფლება და ქართული სახელმწიფოს მომავალი. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონცენტრაცია ხელისუფლების შეცვლაზე და ამავდროულად ნებისმიერ შავრაზმულ მოძალადე ჯგუფებთან მკაფიოდ გამიჯვნა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: „თავისუფალი დემოკრატები“ „დროა“ „ევროპული საქართველო“ „ენმ“ „გირჩი- მეტი თავისუფლება“ „პროგრესი და თავისუფლება“ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ „კანონი და სამართალი“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ „სამართლიანობისთვის“
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)