|
2021-07-05 14:52:24, 862 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი და პროპუტინისტური მოძალადე ჯგუფები თავისუფალი საქართველოს იდეას უპირისპირდებიან
„ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე, გიგა ბოკერია, დღეს ძალადობრივი ჯგუფების მიერ განხორიელებულ ქმედებებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებს ეხმაურება. როგორც ბოკერია აღნიშნავს, ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და პუტინისტურ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას. „დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისათის, ადამიანის უფლებებისათვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათის, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ჩვენ თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმის და პროპუტინური მოძალადე ჯგუფების და ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისაკენ. ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ოპონენტებს ხელისუფლების, სირცხვილიას ოფისს, მედიას, ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით, სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა, არც მალავენ და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად ეს რომ ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ პირში, განსაკუთრებით სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ არჩევანს თავს ახვევს ჩვენ ქვეყანას, პუტინისტურ არჩევანს. გამოსავალი აქედან არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად და ამის გარეშე, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის“, - განაცხადა ბოკერიამ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)