|
2021-07-03 18:50:07, 679 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისების შესრულება დამატებით 6 მიმართულებით (მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი) განაახლა. შედეგად, პანდემიის მიუხედავად, ბაზის მეშვეობით ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 14 მიმართულებით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს. პირველ ეტაპზე, ეპიდვითარებიდან და ევროპის ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან კი რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება ქუთაისის აეროპორტში ქუთაისი-სალონიკის რეისის შესრულების წინ გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)