|
2021-07-02 23:59:21, 1206 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი ვარ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი ვარ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის კახა კალაძეს არჩევნებზე მხარს დაუჭერს. „მე ხშირად მსაყვედურობენ, რომ პოლიტიკაში ჩართული ვარ. როცა ვეკითხები - რატომ, მე ადამიანი არ ვარ და არშემიძლია, ჩემი გემოვნება, სიმპათიები მქონდეს, მპასუხობენ არა, შენ ექიმი ხარ და ვალდებული ხარ, იყო ნეიტრალური და აპოლიტიკური. ერთი გამაგებინეთ, თუ სხვა ასობით და ათასეულობით ექიმი არის სხვა რომელიმე ძალის მხარდამჭერი, ეს ნეიტრალიტეტი მარტო ჩემზე უნდა გვარცელდეს? რატომ? ჩემზე არანაკლებ ცნობილი ექიმი, ბატონი კალოიანი არამარტო მხარდამჭერია, არამედ „ევროპული საქართველოს“ სიით მაჟორიტარად კენჭი იყარა ბათუმში და ხმების 3% მიიღო. ჩემგან იგივე ბატონი კალოიანი ითხოვს, რომ მე ვიყო აბსოლუტურად ნეიტრალური. მე ვარ ოცნების მხარდამჭერი, მაგრამ მე ვარ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი რიგითი მხარდამჭერი და არა აქტიურად ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მერის თანამდებობაზე თუ იქნა კალაძე წარდგენილი, მე, ჯერ ერთი მხარს დავუჭერდი ოცნების კანდიდატს ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კალაძეს დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევ ხვალ ამაზე შეიძლება ატყდეს დავა და გამაკრიტიკონ, არ ჰყოლია ქალაქს კალაძეზე უკეთესი მერი, მე არ მახსოვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)