19:00 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 12:30:11, 957 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ნატოში გაწევრიანების პროცესი გაყინა

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ნატოში გაწევრიანების პროცესი გაყინა.

როგორც მან აღნიშნა, მათი პარტიის წარმომადგენლები დღეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრას გამართავენ.  

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ და „ლელომ“ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ ინტერფრაქციულ შეთანხმებას, რომლის მიზანიც არის დავაჩქაროთ ნატოში გაწევრიანება. „ქართულმა ოცნებამ“ გაყინა ეს პროცესი და პირიქით, უკუსვლის ნიშნები შეინიშნება. ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან ერთად ვაპირებთ ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ამ კუთხით და ჩვენს წარმომადგენლებს ექნებათ აპატურაისთან შეხვედრები და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად დასვავენ საკითხს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics