|
2021-07-01 14:16:13, 1480 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - „ქართულმა ოცნებამ“ როგორც არჩევნების შედეგები ვერ დაიცვა, ისე ვერ დაიცვა ცესკო-ს თავმჯდომარე
„ქართულმა ოცნებამ“ როგორც თავისი უსუსურობით ვერ დაიცვა 2020 წლის არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. „2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. ეს დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, რაც, როგორც ვერ დაიცვა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უსუსურობით ამ არჩევნების შედეგები, ზუსტად ასე ვერ დაიცვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი მის გადადგომას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ, 30 ივნისს სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)