|
2021-07-01 13:51:55, 1861 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდსერტიფიკატები ამოქმედდა
1-ივლისიდან ევროკავშირის ტერიტორიასა და შენგენის ზონაში კოვიდსერტიფიკატების ფუნქციონირება დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, კოვიდსერტიფიკატები 3 ტიპის იქნება, კერძოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი, ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი და ვირუსისგან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი. კორონავირუსით დაავადებულ პირებს სერტიფიკატის მიღება „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხიდან 11 დღის შემდეგ შეეძლებათ და ის 180 დღის განმავლობაში იფუნქციონირებს. სერტიფიკატი ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში მოქმედებს. სერტიფიკატების გამცემი ორგანო ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. კოვიდსერტიფიკატები გაიცემა იმ პირებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfier-ის, Moerna-ს, Astrazeneca-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინებით იქნებიან აცრილნი. ამასთანავე, კოვიდსერტიფიკატების გაცემა იგეგმება Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრილი პირებისთვისაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)