|
2021-07-01 12:34:35, 1113 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტი პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს
ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტი პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს, - აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, კონკურსის გამოცხადებიდან ხუთი დღის ვადაში კანდიდატებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შექმნილი საკონკურსო კომისია შეისწავლის. „ცესკო-ს წევრების არჩევის პროცესი პრეზიდენტის მიერ კონკურსის გამოცხადებით იწყება. კონკურსის გამოცხადების შემდგომ, ხუთი დღის ვადაში კონკურსანტებმა საბუთები უნდა შეიტანონ. პრეზიდენტთან ასევე იქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ერთ ვაკანსიაზე სამი კანდიდატის წარდგენას პრეზიდენტისთვის. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი ერთ ვაკანსიაზე უკვე ორ კანდიდატურას წარუდგენს პარლამენტს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)