|
2021-06-30 14:45:38, 1006 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე თამარ ჟვანიაზე - კარგი იქნებოდა ჯერ ოპოზიციისგან ბოდიში მოესმინა და შემდეგ გადამდგარიყო
კარგი იქნებოდა ჯერ ბოდიში მოესმინა ოპოზიციის მხრიდან და შემდეგ გადამდგარიყო, იმ ოპოზიციისგან, რომლებმაც თვეების განმავლობაში აბსოლუტურად დაუმსახურებლად შეურაცხყოფა მიაყენეს და ტყუილი დააბრალეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, ამაში ბუნებრივია სხვა ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიმართლე და სიმართლე მთლიანად ცესკოსი უკვე დადასტურებულია. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ ISFED-ის დასკვნა, რომელიც აღმოჩნდა ტყუილი და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა თამარ ჟვანიასა და ცესკოს სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)