|
2021-06-30 11:33:53, 428 ნახვა
საზოგადოება
1-ელ ივლისს თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართება
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ქ.თბილისის საკრებულოსთან ერთად დედაქალაქში დასაქმების ფორუმების ციკლს იწყებს. 1 ივლისს, ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმზე 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი შრომის ბაზარზე აქტიურ 300-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს. სამუშაო ადგილები მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი. დასაქმების ფორუმის მიზანია სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისთვის დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამგორის რაიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი ბენეფიციარები. ღონისძიებაზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით. მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, კომპანიები კი შეძლებენ სასურველი ადამიანური რესურსის მოძიებას. დასაქმების ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ქ.თბილისის საკრებულოს და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით იმართება. დასაქმების ფორუმი სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართება და 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება. (მის: ქ.თბილისი; მოსკოვის გამზ #14). ღონისძიება სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)