06:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 10:31:33, 2522 ნახვა

მსოფლიო
კომპანია „მოდერნას“ განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

კომპანია „მოდერნას“ განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის ინდური „დელტა“ შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მეცნიერებმა კვლევა 8 ადამიანის სისხლის ნიმუშზე ჩაატარეს, რომლებიც ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ აიღეს.

ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა ანტისხეულების წარმოქმნით ბევრად ეფექტური იყო კორონავირუსის ინდური „დელტა“ შტამის წინააღმდეგ, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი „ბეტა“ ვარიანტის წინააღმდეგ.

„ახალი მონაცემები ხელს უწყობს და აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინა დაგვიცავს ვირუსის ახლად აღმოჩენილი ვარიანტებისგან“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics