17:29 - 26 Jul, 2026
|
2021-06-29 17:49:40, 882 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. კომიტეტზე განხილვის თემა სამუშაო ჯგუფის შექმნა იყო, რომელმა პარლამენტში ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონით და კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შეისწავლოს. ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება. აღნიშნულის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)