|
2021-06-29 16:47:28, 2673 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა დღევანდელი მაღალი მაჩვენებელი, გადამწყვეტი არ არის
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა დღევანდელი რიცხვი, რომელიც საკმაოდ მაღალია, გადამწყვეტი არ არის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული, ან წარმართული იყოს მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს. „კოვიდსტატისტიკის გაზრდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე და ასევე ყველა იმ ღონისძიების ეფექტურ წარმართვაზე, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად შეზღუდული იყოს, ან წარმართული მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში, რასაც შრომის ინსპექცია მიუთითებს. დღევანდელი რიცხვი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი, არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან მნიშვნელოვანია დაკვირვება თითეულ ამ ზრდაზე, ორი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 678 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 351 144 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 5 297 ადამიანი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)