|
2021-06-29 12:40:14, 571 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ვირუსის სწრაფი გავრცელება და მძიმე ფორმები „ინდურ შტამს“ უკავშირდებოდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი გავრცელება და გაზრდილი სიკვდილიანობა, ე.წ. ინდური შტამის გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში „ინდური შტამის“ გავრცელების მაჩვენებელი 10-20%-ის ფარგლებში მერყეობს. „ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინდური შტამი ცირკულირებს. დაახლოებით 10-დან 20 პროცენტზეა შესაძლო გავრცელება. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელებაც და დაავდების შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილიანობას იწვევს, კავშირში იყოს დელტა შტამის გავრცელებასთან. თუმცა ამ ეტაპზე მიზეზ-შედეგობრივი დაკავშირება რთულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)