|
2021-06-28 17:46:26, 1257 ნახვა
საზოგადოება
ევროპარლამენტარები საქართველოს შს მინისტრს მიმართავენ და „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებენ
ევროპარლამენტარები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარშზე მომიტინგეების ეფექტური დაცვისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დაიცვას „თბილისი პრაიდის“ მომიტინგეები და უზრუნველყოს მათი გამოხატვის თავისუფლება. ამასთანავე, ისინი ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „თბილისი პრაიდის“ მსვლელობა უნდა გაუქმდეს და აღნიშნავენ, რომ ის ეწინააღმდეგება უნივერსალურ უფლებებს. „მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, თხოვნით, რომ უზრუნველყოთ არა მხოლოდ პრაიდის ჩატარება, რომელიც შეესაბამება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, ასევე იმისთვის, რომ მიიღოთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლებით ეფექტურად სარგებლობა“, - აღნიშნულია წერილში.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)