17:28 - 26 Jul, 2026
|
2021-06-28 14:33:50, 992 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რუსეთის ჰიმნი ჩართო
პარლამენტში, სადაც რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა რუსეთის ჰიმნი ჩართო. სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნი იმ დროს გაჟღერდა, როდესაც ტრიბუნასთან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოდიოდა სიტყვით. „ბრავო! ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს აჟღერებთ! ბრწყინვალე მაგალითი არის. სირცხვილია, ქალბატონო ნონა. ეს კარგად აჩვენებს ყველაფერს. დამნახავი დაინახავს“,- მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნონა მამულაშვილს. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშზე პოლიტიკური დებატებით გაიხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)