17:28 - 26 Jul, 2026
|
2021-06-28 10:05:50, 792 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა დღეს, რიგგარეშე სესიაზე გაგრძელდება
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა გაგრძელდება. რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე იქნება სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში. ასევე, განცხადებებს გააკეთებენ უფრაქციო დეპუტატები. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიში პარლამენტს 25 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, თუმცა სესიის დახურვამდე ყველა პროცედურის გავლა ვერ მოესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)