06:52 - 26 Jul, 2026
|
2021-06-27 12:30:20, 1366 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი 4 დღეა კორონავირუსით დაავადებულთა ანტირეკორდს ხსნის
რუსეთი კორონავირუსის გავრცელების ყველა რეკორდს ხსნის, 4 დღეა დაავადებულების რიცხვი, ყოველდღიურად 20 ათასს აღემატება. დღეს დაფიქსირდა 20 538 შემთხვევა. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 600 ადამიანი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი დაავადებულია რუსეთის დედაქალაქში. დღეს მოსკოვში 6723 ადამიანი დაინფიცირდა, მოსკოვის შემოგარენში კი 2608 ადამიანი. პეტერბურგში 1298. კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრ მატებას, რუსეთის ხელისუფლება "ინდური შტამის" სწრაფ გავრცელებას უკავშირებს. მოსკოვის მერის სერგეი საბიანინის განცხადებით, დაავადებულთა 90 პროცენტი, "დელტა-შტამით" დაინფიცირდა. რომელიც სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)