17:29 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 18:23:52, 1013 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს

საჭიროა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გახელაძის საკითხი ძალიან მტკივნეულია საქართველოს მთავრობისთვის.

„დღეს ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრები საქართველოში. ბევრი საკითხი იყო განხილული, ამიტომ ძალიან მოკლედ გამოვყოფ იმ საკითხებს, რომლებსაც უფრო მეტად მნიშვნელოვნად მივიჩნევ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ზაზა გახელაძე. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია საქართველოს მთავრობისთვის და მხარს ვუჭერთ მათ მოთხოვნას, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics