|
2021-06-26 18:03:40, 859 ნახვა
პოლიტიკა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია
რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია, - აღნიშნული ჩანაწერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. „ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ზალკალიანს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ჯოზეფ ბორელის სახელით ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი", - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)