17:30 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 15:32:11, 842 ნახვა

პოლიტიკა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა

საქართველოს წარმატება მთლიანად ევროკავშირის წარმატებაა, - ამის შესახებ ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე  თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

როგორც შალენბერგი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის ერთგულია.

ევროკავშირის წევრი  ქვეყნების - ავსტრიის, რუმინეთისა დ ალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში,  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, 27 მაისს  მიიღეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics