|
2021-06-26 12:24:30, 469 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს და ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა
ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განვითარების ათწლიან გეგმებს დეტალურად წარმოადგენენ უშუალოდ სამინისტროები, ხოლო საბოლოო, ერთიანი პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება. „პრემიერ-მინისტრს ძალიან საინტერესო ანგარიში ჰქონდა. ქვეყანაში რთული და სპეციფიური პერიოდია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. პრემიერმა, გარდა მოკლევადიანი გეგმებისა, გრძელვადიან ხედვაზეც ისაუბრა. ეს არის ათწლიანი ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, როგორიც არის ეკონომიკური და რაც ყველაზე მეტად აღელვებს ჩვენ მოსახლეობას, ასევე სოციალური, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის გამოწვევის საკითხები. განვითარების ათწლიან გეგმებს დეტალურად წარმოადგენენ უშუალოდ სამინისტროები, საბოლოო, ერთიანი პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რატომ ათწლიანი ხედვა და რატომ ამ დროს, როდესაც გვაქვს კონკრეტული, მოკლევადიანი გამოწვევები, მათ შორის, ეკონომიკური; პანდემიიდან გამომდინარე, გვაქვს გამწვავებული პრობლემები. ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა, რაც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს, რაც სახელმწიფოსა და მთავრობის ვალდებულებაა. ვფიქრობ, პრემიერის მხრიდან ამ კუთხით სწორი აქცენტები გაკეთდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)