17:28 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 12:22:12, 513 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ოპოზიციის მხრიდან ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ, იყო მხოლოდ სპექტაკლი

რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო სპექტაკლი, მოსახლეობის გრძნობებით თამაში, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ამას ყველაზე მეტად ხელისუფლებას აცნობიერებს.

„პანდემიიდან გამომდინარე,  მოსახლეობის მდგომარეობა მძიმეა ყველა ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ, საქმეზე, პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, კონსოლიდირებულები უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებისთვის და არა ის, რომ ვკინკლაობდეთ და ვსპეკულირებდეთ; რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან, ეს იყო სპექტაკლი, მოსახლეობის გრძნობებით თამაში, რაც ადრეც არაერთხელ გვინახავს. მოსახლეობას ნამდვილად უჭირს და ეს ყველაზე მეტად ხელისუფლებას აქვს გაცნობიერებული, ამიტომ, კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე როდესაც ვსაუბრობთ, რეალობიდან და შესაძლებლობიდან, არსებული რესურსიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. ჩვენ ვერანაირი ქმედითი შემოთავაზება ვერ დავინახეთ ოპოზიციის  მხრიდან, იყო მხოლოდ სპექტაკლი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics