|
2021-06-26 11:44:46, 1181 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სენატორი ჯიმ რიში ავრცელებს. როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში აცხადებს, აღნიშნული რეზოლუციით სენატი საქართველოს ყველა პარტია მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს დადებული შეთანხმება. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება. მე შეშფოთებული ვარ იმ ცნობებით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უთანხმოებები უკან უნდა მოიტოვოს და იაროს წინ შეთანხმების პირობების შესაბამისად. აშშ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას“, - აცხადებს ჯიმ რიში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)