|
2021-06-25 23:16:39, 844 ნახვა
კომენტარი
ანდრია ბასილაია - პანდემიის პირობებში კულტურის სფეროს მხარდასაჭერად დამატებით 1 მლნ ლარი გამოიყო
2020 წელს, პანდემიის პირობებში, კულტურის სფეროს მხარდასაჭერად თბილისის მერიამ დამატებით 1 მლნ ლარი გამოიყო. ამის შესახებ დედაქალის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ დღეს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „პანდემია იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, ხოლო კულტურა იყო ის სფერო, რომელმაც დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ და მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ხელშეწყობა არ შეჩერებულიყო. მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იმის ფონზე, როცა პრაქტიკულად ყველა პროგრამის შემცირება მოგვიხდა, კულტურის დაფინანსების პროგრამას დავუმატეთ 1 მლნ ლარი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ვაფინანასებდით სხვადასხვა ღონისძიებას. ასევე, გავამარტივეთ წესი, რათა შეგვძლებოდა პანდემიის პირობებში ღონისძიებების ჩატარება - ეს იყო პირდაპირი ჩართვები, ვირტუალური ღონისძიებები. მთავარი იყო ის, რომ კრეატიული პროცესი და ღონისძიებები არ შეჩერდა და ათასობით არტისტმა შეძლო, გაეკეთებინა პროექტები და მიეღო გარკვეული დაფინანსება“, - განაცხადა ბასილაიამ. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, როდესაც საზოგადოებას სახლში, იზოლაციაში ყოფნა უწევდა, დისტანციურ ფორმატში განხორციელდა სხვადასხვა სახის ვიდეოსწავლება და სპორტული აქტივობები. გარდა ამისა, როგორც ბასილაიამ აღნიშნა, საკლუბო ცხოვრება, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, პანდემიის პერიოდში დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. შესაბამისად, მერის მოადგილის განცხადებით, დახმარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო დახურული იყო კლუბების შიდა სივრცეები, მივაღწიეთ შეთანხმებას შრომის ინსპექციის სამსახურთან, რის შედეგადაც ბევრმა შეძლო და ზაფხულის განმავლობაში ღია სივრცეში ჩაატარა ღონისძიებები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ამასთან, პრეზენტაციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბარებისა და რესტორნების ხელშეწყობისთვის. „ის რესურსი, რომელიც გამოინახა, გარკვეული შვება იყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებას“ - განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)