|
2021-06-24 16:38:39, 653 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი
პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმაზე მსჯელობა იყოს მრავალპარტიული, ინკლუზიური პროცესი. „მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმას, ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დოკუმენტშია წარდგენილი, შესრულდეს. შეთანხმებაში კარგად არის წარმოჩენილი გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სასამართლო რეფორმა. ეს გულისხმობს დანიშვნის დროებით შეჩერებას, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში. შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ფართო, ამბიციურ მართლმსაჯულების რეფორმას, თუმცა ეს დღემდე არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე მსჯელობა იყოს მრავალპარტიული, ინკლუზიური პროცესი. ვიცით, რომ იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები. ახლა პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, სანამ მოხდება რეფორმის წარმატებით განხილვა და განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)