|
2021-06-24 13:53:37, 842 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია!
სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია, როდესაც პარტია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს და მმართველ გუნდს სანქციებზე ესაუბრება. „სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საარჩევნო შედეგებით პირველი ოპოზიციური პარტიაა და შარლ მიშელის დოკუმენტს დღემდე ხელს არ აწერს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს. ესენი საუბრობენ სანქციებზე? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. როცა პარტია ხელს არ აწერს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე დაყრდნობით რაღაც სანქციებზე გესაუბრება, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)