15:51 - 26 Jul, 2026
|
2021-06-24 10:04:39, 590 ნახვა
პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრაზე მონაწილე პირები ევროკავშირისა და სამ ასოცირებულ პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელი და სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)