06:10 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 12:55:02, 1199 ნახვა

რეგიონი
შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს მაწყვალთაში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატთან აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრიდონ ფუტკარაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველთან როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სოფელ მაწყვალთაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, ფანჩატურს. შეიღებება ცენტრში არსებული შენობების ფასადი, მოეწყობა სკვერი, დამონტაჟდება დეკორატიული განათება. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ამ ეტაპზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, განხორციელდება წაბლანის, ჯაბნიძეების, ქიძინიძეების, წყაროთის, ბუთურაულის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრების მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics