|
2021-06-23 12:22:56, 720 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: მე როგორც ოთხი შვილის მამას, მსიამოვნებს, რომ თბილისის ბაგა-ბაღებში თანამედროვე სტანდარტები დავნერგეთ
ჩვენ მიერ აშენებული 18 ახალი ბაღი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს - კვების კომპონენტით, გარემოთი თუ სისუფთავით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბავშვო ბაღებში მოსულ აღსაზრდელებს სრულად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. „მე, როგორც ოთხი შვილის მამას ნამდვილად მსიამოვნებს, რომ მოვახერხეთ და დავნერგეთ თანამედროვე სტანდარტები ბაღებისთვის ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. შეგიძლიათ, ნახოთ როგორი სისუფთავე, დიზაინი, კვებაა ჩვენ მიერ აშენებულ ბაღებში. ასევე, მოხდა ავარიული ბაღების დემონტაჟი და ზოგ შემთხვევაში გამაგრება-რეაბილიტაცია. ის, რომ ყოველწლიურად საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რიცხვი იზრდება, მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბავშო ბაღებში მოსულ პატარებს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა დავახვედროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)