06:52 - 26 Jul, 2026
|
2021-06-22 10:21:11, 3388 ნახვა
მსოფლიო
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ დაბალი შემოსავლის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება
დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინებს „კოვაქსის“ პროგრამის საშუალებით იღებენ, ვაქცინაციის პროგრამის გასაგრძელებლად საკმარისი დოზები არ აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაურდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კოვაქსის პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს მოსახლეობის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის. როგორც ჯანმოს უფროსი მრჩეველი, ბრიუს ეილვარდი აღნიშნავს, დეფიციტის შესავსებად ზოგიერთმა ქვეყანამ ალტერნატიული გზების გამონახვა დაიწყო. სამხრეთ აფრიკის მთავრობა ვაქცინების წარმოებისთვის რეგიონული ჰაბის შესაქმნელად „კოვაქსთან“ მუშაობას იწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)