|
2021-06-21 12:14:34, 644 ნახვა
ეკონომიკა
მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.5 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, 2021 წლის აპრილთან შედარებით ფასები 7.2 პროცენტით შემცირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რამაც -0.86 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე მონაცემებით, ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე (3.8 პროცენტი), რამაც 0.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. „ ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (3.9 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: ⦁ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 9.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ქვეჯგუფზე (150.4 პროცენტი); ⦁ დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 15.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.47 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.2 პროცენტი), სასმელები (5.3 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (31.8 პროცენტი); ⦁ ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.68 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; ⦁ წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)