|
2021-06-18 23:39:58, 1472 ნახვა
მსოფლიო
ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია - საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციები
„საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესწორებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციები“, - ამის შესახებ ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ელემენტი კვლავ გადასაწყვეტი რჩება. „პირველ ერთობლივ სასწრაფო დასკვნაში ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირ– მა ოთხი ძირითადი და კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია შეიტანეს. ცვლილებების პროექტის განახლებულ ვერსიაში გათვალისწინებულია ძირითადი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ელემენტები, კერძოდ: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და უპარტიო წევრების არჩევისთვის დაწესდა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის (ორი მესამედი) ხმა. მოხსნილია პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების სპეციფიკური შეზღუდვები, ანუ პირობები, რომ პარტიას უფლება აქვს სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს და რომ პარტიების მინიმუმ ერთი წევრი „პარლამენტის წევრის საქმიანობას ეწევა“, რაც გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადონ“, - ვკითხულობთ დასკვნაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)