19:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 14:22:09, 628 ნახვა

ეკონომიკა
დავით ფერაძე - გავანახევრეთ პროცენტი, საქართველოს რკინიგზა წელიწადში 20 მილიონ დოლარს დაზოგავს

,,საქართველოს ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4.00%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს“,  - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაციები 10 ივნისს განათავსა. ტრანზაქციაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ADB (აზიის განვითარების ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი),  JP morgan, Citi და Renaissance Capital იყვნენ ჩართულნი. ADB-მ და EBRD-მ ტრანზაქციაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში  MG LAW და BLC უწევდნენ. ადგილობრივი კომპანიებიდან კი საქართველოს რკინიგზის ფასიანი ქაღალდების მფლობელები თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics