|
2021-06-17 13:06:31, 1121 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - 2020-ის წარუმატებლობა ვერავის გადაბრალდება, დამნაშავე „ოცნებაა“, მის მთავარ მწვრთნელთან ერთად
საბჭოთა კავშირის დროს, ცუდად მოთამაშეს პირდაპირ კი არ აგინებდნენ, ვინც შენ ძირითადში ჩასვა, იმის ასე და ისეო - ვინ ჩასვა ძირითადში გახარია, ღარიბაშვილი, - ამის შესახებ „ნაციოანლური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა. რომან გოცირიძის თქმით, 2020 წლის წარუმატებლობა ვერ გადაბრალდება ვერავის, „ქართული ოცნება“ დამნაშავეა, მის მთავარ მწვრთნელთან ერთად. „რა თქმა უნდა, თავის დაძვრენი ერთ-ერთი ხერხი იქნება, რომ იტყვიან, გახარია იყოო მაშინ პრემიერ-მინისტრი, ხო მაგრამ გახარია ვინ დანიშნა?! საბჭოთა დროს, დინამოს სტადიონზე წესიერი გულემატკივარი როგორ აგინებდა იცით ცუდად მოთამშეს, პირდაპირ კი არა, ვინც შენ ძირითადში ჩაგსვა, იმის ასე და ისეო, ხოდა ვინ ჩასვა ძირითადში გახარია, ღარიბაშვილი და სხვები, ვინც ვერ აიცილებს კრიტიკას ივანიშვილის გუნდია და 2020 წლის წარუმატებლლობა ვერ გადაბრალდება ვერავის, „ქართული ოცნება“ არის დამნაშავე, მის მთავარ მწვრთნელთან ერთად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)