|
2021-06-17 12:34:21, 1131 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - პრემიერის ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას, ტალახში გაბანავებთო
პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში არც ისეთი ამღვრეული წყალია, როგორც მიხეილ სააკაშვილი ჰპირდებოდა ოპოზიციას ახტალისა და მამამისის ბალნეოლოგიურის ტალახში გაბანავებთო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერის მოსმენაზე ოპოზიციას მყვირალა და პოპულისტური განცხადებები ექნება. „პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება და ყველას ექნება საშუალება, რომ საქმიან ფორმატში დაუსვას კითხვები. როგორც წესი, ოპოზიციის განცხადებები იქნება მყვირალა და პოპულისტური. რაც პარლამენტში შემოვიდნენ, მათ შორის ფინანსთა მინისტრის მოსმენაზეც გამოჩნდა, რომ მხოლოდ შიშველი პოპულიზმით არიან დაკავებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს, პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)