|
2021-06-16 16:14:12, 2373 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელია
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელია. როგორც მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. „რა თქმა უნდა, ამ შტამის დომინანტობა მოსალოდენელი იყო და არის ახლაც. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება პირველ რიგში ვაქცინაცია, სოციალური დისტანცია და ნიღაბი. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ის რეგულაცია, რომელიც პანდემიის დაწყებიდან არის საქართველოში შემოღებული. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე სახის გართულებას ექნება ადგილი. თუმცა, მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირებისას დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად ჩავიტაროთ ტესტი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მანვე დასძინა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის, არც ოჯახის ექიმების, მათი კომპეტენციების მიმართულებოთ. ასევე, ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა ბრიგადა და დაწესებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით ვერ ვხედავთ, რომ გარკვეული რისკები არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)