|
2021-06-15 12:24:19, 1366 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის კარზე შეჯიბრია, კობახიძე, გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, იცავს პოზიციებს
ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის უბრალოდ შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე, - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. სალომე სამადაშვილის შეფასებით, გიორგი გახარია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, „ქართული ოცნება“ კი, იცავს საკუთარ პოზიციებს. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების წყარო და ყველანაირი პრობლემის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაა. „ეს არის უბრალოდ შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე, იმიტომ რომ გიორგი გახარია უბრალოდ ფიქრობს, შესთავაზოს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება მისთვის უფრო საინტერესო იყოს ვიდრე გაკოტრებული „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორ ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და საერთოდ ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება, ისევ და ისევ, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)