|
2021-06-14 12:55:10, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად დაასახელეს
ნატო-ს ბრიუსელის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, წამყვან სპიკერად დაასახელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმის ფორმატში მიწვეულია ისეთი მაღალი დონის სუმრებთან ერთად, როგორებიც არიან გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე კანადის პრეზიდენტი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიწვეული ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ღონისძიებაზე, ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე კანადის პრეზიდენტი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიპატიჟებულია, მას ექნება მიმართვა ბრიუსფელის ფორუმის მიმართ, სადაც ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც გვაქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთით, ქვეყნის მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)