|
2021-06-12 22:50:10, 653 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, „არტარეის“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით აუდიო-მუსიკალური საღამო „ციფრული ტაეპი“ გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ. წარმოდგენა საქართველოს აუდიოფონდში დაცული ქართველი პოეტების ხმის უნიკალური ჩანაწერებისა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილი მუსიკის ნაერთია. ღონისძიების სტუმრებმა მოისმინეს აკაკი წერეთლის „განთიადის“, პაოლო იაშვილის „მაგიდა ჩემი პარნასის“, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემნის“, ზურაბ რთველიაშვილის „მე ვარ ვენახისა“ და იოსებ გრიშაშვილის „გამოთხოვება ძველ თბილისთან“ და „აპრილი თბილისში“ აუდიოჩანაწერები. საღამო გახსნა მოდერატორმა, რატი ამაღლობელმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული მწერლობისა და პოეზიის ძველი და ახალი საინტერესო ფაქტები მოუთხრო. წარმოდგენაში მონაწილეობნენ პოეტები დათო ჩიხლაძე და შოთა იათაშვილი, ხოლო საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენ ვილერის, სანდრო ჩინჩალაძისა და ვაჟა მარის ბენდი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია. „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)