|
2021-06-12 17:23:18, 1302 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ჯონსონ ენდ ჯონსონისა“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინები შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „ჯონსონ ენდ ჯონსონისა“ და „ნოვავაქსის“ ვაქცინები შემოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ოთხი თვის განმავლობაში „ფაიზერის“ „ასტრაზენეკას“, „სინოვაკსა“ და „სინოფარმის“ 3 მილიონ 600 ათასი დოზა შემოვა. „ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ. მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს. ივლისში, 500 ათასიდან მილიონ დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე - „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)