|
2021-06-12 13:35:01, 894 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლებლი ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ
პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. რომან პროტასევიჩის მშობლები საკუთარი შვილის კეთილდღეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მიიჩნევენ, რომ მას ბელარუსის მთავრობა აწამებს. „ჩვენ გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რათა ყველა უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდეს ციხიდან. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რადგან ისინი ყოველდღიურად ძალადობისა და სადიზმის მსხვერპლნი არიან“, - მიმართეს რომან პროტასევიჩის მშობლებმა ანგელა მერკელს. შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა ბელარუსის ხელისუფლებამ 23 მაისს მას შემდეგ დააკვა, რაც მათი თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისზე მიფრინავდა, იძულებული გახადა, რომ დაშვებულიყო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)