|
2021-06-12 11:53:00, 706 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა წლების მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ დროისთვის, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. „ჩვენ გვაქვს ორმხირი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დაბალ წერტილამდე გაუარესდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა NBC-სთან ინტერვიუში. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ჯო ბაიდენის ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა, მან უპასუხა, რომ ნაკლებად აინტერესებსს ასეთი „იარლიყები“. „მე, ყოველთვის ვხელმძღვანელობ რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით, ამიტომ გარკვეული სახის იარლიყები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)