07:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 11:25:42, 1063 ნახვა

რეგიონი
სამეგრელოში 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ წალენჯიხაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოში დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები გამოვლინდა.

მათივე ცნობით, მოქალაქეების საკარმიდამო ეზოებში, ჯამში, 18 ერთეული თმელასა (მურყანი) და აკაციის სახეობის მორი და 0,2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. სახერხი საამქროები და მათ ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყე დაილუქა. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics