|
2021-06-12 10:37:28, 1474 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის რამდენიმე წარმომადგენელთან, კერძოდ, თინა ბოკუჩავასთან და ნონა მამულაშვლითან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. როგორც ნიკა მელიამ გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის წარმომადგენლებს აქვთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები ვაშინგტონში. „ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამერიკის, როგორც ეკონომიკური, ასევე საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში; ადამიანებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ახლოს არის დაკავშირებული თავიანთი საქმიანობით საქართველოსთან, ჩვენს რეგიონთან", - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)