|
2021-06-11 16:12:43, 850 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს - რა გააკეთეთ მთავრობის ხარჯების შესამცირებლად? სად „მოუჭირეთ ქამრებს“?
ერთხელ არ ახსენეთ, რომ ამ ერთლიანი პანდემიის დროს, რა გააკეთეთ, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც „მინისტრის ფორმატის“ ფარლგბეში პარლამენტში უსმენენ. ალეკო ელისაშვილმა მიმართა ფინანსთა მინისტრს, დაესახელებინა კონკრეტული ციფრები, თუ რას მოაკლდა ხარჯები და როგორ „მოუჭირეს ქამრები“ პანდემიის პირობებში მთავრობის წევრებმა. სიმართლე გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, ერთხელ არ ახსენეთ, რომ ამ ერთწლიანი პანდემიის და გაღატაკების დროს, რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ. ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა“, აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრების შემოჭერაო“, წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას „ქამარი“. გვითხარით ციფრები, თანხა, ას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი“ და როგორ გააანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)