|
2021-06-11 12:52:48, 735 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გაიწვევს
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებამდე პარლამენტში ინიცირებულო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გაიწვევს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ურავლესობას ოპოზიციასთან ჰქონდა კომუნიკაცია და მოხდება ცვლილებების ახალი ვარიანტის ინიცირება. „იცით, რომ 19 აპრილის შეთანხმება რამდენიმე საკითხს ეხება, რისთვისაც საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში. ეს არის საარჩევნო ბარიერი, პროკურორის არჩევის წესი და ოთხკაციანი ფრაქციის შექმნა. ამ საკითხზე ოპოზიციასთან კომუნიკაცია გვქონდა და მოხდება ცვლილებების ინიცირება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საუბარია „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მომადეულ პროექტზე, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე შემცირებას და ასევე, საპარლამენტო ფრაციის შექმნისთის 4 დეპუტატის განსაზღვრას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)