12:36 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 12:26:59, 630 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ბიუჯეტი ქვეყნის მდგომარეობის სარკეა, ჩაიხედავ და დაინახავ ამ ხელისუფლების საშინელ სურათს

ფინანსთა სამინისტრო, როგორც ბიუჯეტის მესვეური, ხელისუფლების ეკონომიკური წარუმატებლობის სარკეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ პანდემიის კრიზისის დასაძლევად 5 მილიარდი ლარი არაეფექტიანად გამოიყენა.

„დღეს ფინანსთა მინისტრი მოვა ამ დარბაზში და ძალიან მძიმე დღე იქნება მთავრობისათვის. ფინანსთა სამინისტრო, როგორც ბიუჯეტის მესვეური არის ქვეყნის მდგომარეობის სარკე. ჩახედავ ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების ეკონომიკური წარუმატებლობის საშინელ სურათს. პანდემიის პერიოდში 5 მილიარდი ლარი აიღეს მხოლოდ პანდემიის კრიზისის დასაძლევად და ამ სახსრების ძალიან დიდი ნაწილი იყო გამოყენებული არაეფექტიანად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, დღეს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics