|
2021-06-11 11:39:25, 776 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წინაშე ოპოზიციის ნაწილს კომპლექსი მოხსნილი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული „ამნისტიის შესხებ“ კანონპროექტში ასახულია ყველა ის პირობა, რომელიც შეესაბამება სამართლებრივ ნორმებს. როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისა, ოპოზიციას აქვს გარკვეული სირთულეები და არ აქვს მოხსნილი კომპლექსი „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე. „მიუხედავად იმისა, რომ მათ შარლ მიშელის დოკუმენტს, დიდმა ნაწილმა ოპოზიციისა ხელი მოაწერა, მაინც, ასე ვთქვათ, აღსრულების პროცესში ვხედავთ, რომ მათ გარკვეული სირთულეები აქვთ, არ აქვთ მოხსნილი კომპლექსი „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე. ჩვენს პროექტში არის მთელი სისავსით ასახული ყველა ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული და ყველა ის ფუძემდებლური, საერთაშორისო თუ ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები, რაც აუცილებელია, რომ ამნისტია იყოს სრულყოფილი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)