|
2021-06-10 21:06:16, 1006 ნახვა
კომენტარი
გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას
„ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს. „ჩვენ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი არის ვითარება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. მე აქ დავინახე, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პენსია ან ჰქონდეთ წყალმომარაგება, წვდომა სკოლებთან შეზღუდული და გართულებულია“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)